მართლმსაჯულების ინსცენირება - ასე აფასებენ ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენას და გასაიდუმლოებულ სასამართლო პროცესს, სადაც ოთარ ფარცხალაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდეს.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ ყოფილი გენპროკურორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი საერთოდ არ გამართულა და, რომ ივანიშვილმა და ფარცხალაძემ სპექტაკლი დადგეს.
ევროპულ საქათველოში ამბობენ, რომ ივანიშვილმა დრო და შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა, როდესაც 28 ოქტომბრის წინ მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ ქვეყნაში ყველაფერი კარგადაა და ოთარ ფარცხალაძე დამნაშავე არ იყო.
შს სამინისტრომ ბრალი ოთარ ფარცხალაძეს ისე წაუყენა, რომ ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდა. სასამართლო პროცესიც გასაიდუმლოებულ ვითარებაში, კამერების გარეშე გაიმართა.
ივანიშვილის გუნდში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სასამართლოს და პროკურატურის საქმეებში ვერ ჩაერევიან.
არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ ფარცხალაძის 5000-ლარიანი გირაო მართლმსაჯულების სიმულაციაა და პროკურატურას სრული საფუძველი ჰქონდა, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალი 4 მუხლით წაეყენებინა.
პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწყებული საჩვენებელი გამოძიება მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და დასრულდება თუ არა არჩევნები, პროკურატურა ამ საქმესაც თაროზე შემოდებს.