რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააყალბა. აქციის მონაწილის, ნინო სუთიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიას აქვს იმის ბერკეტი, რომ არჩევნები გაეყალბებინა.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავის მეთოდებს ისევ იყენებს. „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება რომ გაყალბებას და მსგავს მეთოდებს აღარ ჩადის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, ეს ფაქტია,“- განაცხადა ნინო სუთიძემ.
აქციაზე შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას და 2007 წლის 11 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ. რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან გამზირზე გადმოინაცვლეს. აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იმყოფებიან.