19 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
„მე ვიცავ თავისუფლებას“ - რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება

„მე ვიცავ თავისუფლებას“ - ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. აქციაზე შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას და 2007 წლის 11 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან გამზირზე გადაინაცვლეს. აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი აპირებენ, რომ მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ მიმართა.

„თავიდან რომ დაიწყოს ცხოვრება ჩემი თამადობით ყველამ, ყველა ისევ იგივეს გაიმეორებს, ამიტომ სანამ თავიან მოგვიწია ამ ცხოვრების დაწყება, სულ უნდა ვიდგეთ ჩემი, სხვისი, თქვენი თუ საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე. ჩვენ ჩვენი გულწრფელი ემოციით, ჩვენი ვაჟკაცობით ყოველთვის შეგვიძლია ფიზიკურად გარანტირებულად გეუბნებით, რომ არანაირი... როცა ძალადობა იყო მაშინ არ გავაჭაჭანეთ ჩვენ გულებსა და თავში ძალადობა და როცა არ არის და სიმშვიდე ჩამოყალიბდა ეს ხომ გამორიცხულია! აქედან გამომდინარე, გადავკოცნოთ ერთმანეთი, გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ და არ დავუშვათ ჩვენი თუ სხვისი საქართველოს თავისუფლების დაკარგვა,“- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

აქციაზე შეკრებილებს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ბათიაშვილმაც მიმართა.

„პირდაპირ გეტყვით, არ დავმალავ, აი, მრცხვენია, რომ ამდენი წლის შემდგომ, აი აქ ვდგავარ ახლა და კიდევ ამ თემებზე ვლაპარაკობ. აი, ასეთი განწყობა აქვს ალბათ ახლა ბევრ ჩვენგანს, რომ აი, ამდენი წლის შემდგომ კიდევ რომ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის საკითხებზე მიწევს ლაპარაკი, კიდევ მიტინგზე ყოფნა მიწევს მე ნამდვილად მეუხერხულება. დისკომფორტს ვგრძნობ ამის გამო, მაგრამ რას იზამ. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი ამორფული, უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა ის, რომ გააცოცხლა ეს აგონიაში მყოფი ძალა,“- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები