19 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ვიცი, რომ შსს მზად არის კალანდიას დასაკავებლად, მაგრამ არ დგამენ ნაბიჯს - ზაზა სარალიძე

„უკვე ამდენი თეა, ერთი და იგივეს ვიძახით, სადაც არის წელიც მიიწურება, მაგრამ არანაირად არ სურთ მკვლელების გამოაშკარავება,“- ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე „ევროპული საქართველოს“ ულტიმატუმს, რომ ხელისუფლებამ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები შეასრულოს.

შვილმოკლული მამა საპარლამენტო უმცირესობის მიერ პარლამენტში ახალი რეზოლუციის პროექტის შეტანას მიესალმება.

ზაზა სარალიძის თქმით, კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, თუმცა ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„ვნახოთ, დაველოდოთ, რა ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, მაგრამ არანაირი იმედი არ გამაჩნია, რომ დღემდე მაინც ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს. ვიცი, რომ შსს მზად არის კალანდიას დასაკავებლად, მაგრამ არ დგამენ ნაბიჯს. მიხეილ კალანდიას დაჭერა ძალიანაც უნდათ, მაგრამ ვერ დაიჭერენ იქიდან გამომდინარე, რომ ძირი საქმე დაენგრევათ. ამ ნაწილში მირზა სუბელიანს ნამდვილად ვეთანხმები. ასეა, ცდილობს ხელისუფლება, როგორმე ჩემი შვილის მკვლელობის საქმე გადაფაროს, გადაიტანოს სხვა ჭრილში. რა ტალახსაც ისვრიან ჩემ მიმართ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ცდილობენ, არ მისცენ პასუხისგებაში. მიხეილ კალანდია რომ მიეცეს პასუხისგებაში, ჩავთვალოთ, რომ ფაქტობრივად, თვით ივანიშვილმა, რომელმაც ჩემ წინააღმდეგ გააკეთა განცხადებები, იმასაც კი ბოდიში აქვს მოსახდელი არა მარტო ჩემზე, არამედ მთელ საზოგადოებასთან,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

"ევროპულ საქართველოს" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნით, რეზოლუციის პროექტი შეაქვს. ოპოზიცია მმართველ გუნდს 10-დღიან ვადას აძლევს, შეასრულონ ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები. 

დღის ამბები