03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
საიამ პატიმართა წამების ფაქტზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა

2011-2012 წლებში ორი პატიმრის წამების ფაქტზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. საუბარია გლდანის მე-8 და მე-18 დაწესებულებეში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

საიას განმარტებით, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საქმეები დროულად არ გამოიძიეს და არც დამნაშავე პირები დასჯილან.

პატიმრები უკვე გათავისუფლებული არიან, თუმცა საია არც მათ ვინაობას და არც იმ ბრალს ახმაურებს, რისთვის იხდიდნენ ისინი სასჯელს.

 

დღის ამბები