03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
"ჩაჭრილები და ოროსნები, წადით სახლში!" - ჩხუბი გამგეობასთან

დაპირისპირება მოხდა თბილისში. სამგორის რაიონის გამგეობასთან, ერთმანეთის პარალელურად, ორი საპირისპირო აქცია გაიმართა.

არასამთავრობოების და ადგილობრივების ნაწილი რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის გადადგომას მოითხოვდა.

ამ აქციის პარალელურად მიმდინარეობდა გამგებლის მხარდამჭერი აქციაც. დაპირისპირება სწორედ ამ ორი შეკრების მონაწილეებს შორის მოხდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამგორის რაიონის გამგებელი "კორუმპირებულია." მონაწილეები ასევე საუბრობენ, რომ მუნიციპალიტეტში 25 თანამშრომლიდან 24 ჩაჭრილია.

აქციის მონაწილეებს სურდათ გამგეობაში შესვლა და გამგებლის გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა, თუმცა მათ ამის უფლება კონტრაქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

ამ წუთებში ტერიტორია ორივე აქციის მონაწილეებმა დატოვეს. 

სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. 

დღის ამბები