სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ - პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატს დღეს მისი 2 წლის წინანდელი განცხადება შეახსენეს.
სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე უარი არ უნდა ვთქვათ და ეს დათმობა არ იქნება.
პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამ მეთოდს ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად იყენებს.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილს ამ განცხადების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის ინტერესების გამტარებელია.
„ეს არის ერთი ერთში რუსული, პუტინის ნარატივის გამეორება ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. ასე, რომ ძალიან მშვიდად, ძალიან მტკიცედ საქართველოს მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას ამ ადამიანს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით სტატია რუსულ ინტერნეტ გამოცემაშია განთავსებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილის იმ ინტერვიუს ეყრდნობიან, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. ეს ინტერვიუ 2016 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ზურაბიშვილი კენჭს დეპუტატად იყრიდა.