მმართველი პარტიის შენობის გარეთ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ოფისთან დღეს დილიდან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
დაპირისპირება მათ „ქართული ოცნების“ ოფისში მისულ სავარაუდო აქტივისტებთან მოუვიდათ. მმართველი პარტიის კანცელარიას მათ საკუთარი პასპორტები წარუდგინეს.
„შანტაჟიორები ხართ“- მიმართეს მათ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რა სიები ჰქონდათ მათ კანცელარიაში.