19 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
გაჭირვებულების დახმარება თუ წინასაარჩევნო დაპირება - "გამჭვირვალობა" ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

გაჭირვებულების დახმარება თუ წინასაარჩევნო დაპირება - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ხლისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების გამო აკრიტიკებს.

არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საეჭვოა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ რატომ დაიწყო მმართველმა გუნდმა, თითქმის, ყოველდღიურად ახალი სოციალური პროექტების დაანონსება. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ არჩევნების მეორე ტურს და პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის წარუმატებელ შედეგს უკავშირდება.

საეჭვო პროექტების ჩამონათვალში მოხვდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სოციალური შემწეობის 10 ლარიდან 20 ლარამდე გაზრდა, 30 ლარიანი კვების ვაუჩერები. ამისთვის მთავრობა 70 მილიონს ლარს დახარჯავს. დახმარება არ მოეხსნებათ ერთი წლით იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურს იშოვიან.

პირველ ტურში მარცხის შემდეგ "ქართული ოცნება" აანონსებს, რომ იმ მოქალაქეებს ასობით საცხოვრებელ სახლს გადასცემს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და დღემდე თავშესაფარი არ აქვთ.

არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას გეგმების შეცვლა და დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების მობილიზება პირველი ტურის შედეგებმა აიძულა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებით, ”ქართული ოცნება” ამომრჩევლის მოსყიდვასა ბიუჯეტის ხარჯზე გაცემული ახალი დაპირებებით ცდილობს.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობის სოციალური დაპირებების დიდი ნაწილი მხოლოდ საარჩევნო პიარია და არ შესრულდება. 

მმართველი პარტია დამკვირვებლების შენიშვნას არ იღებს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დაანონსებული სოციალური პროექტების შესახებ გადაწყვეტილება ”ქართულ ოცნებას” სპონტანურად არ მიუღია. 

დღის ამბები