03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
"ეს არის ძალადობა ახალგაზრდებზე," - არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA სამეგრელოში ფილმის ჩვენებაზე

"ეს არის ძალადობა ახალგაზრდებზე," - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA სამეგრელოში მიმდინარე პროცესებს, სადაც, არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს ციხის კადრებს აყურებინებენ. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ დროულად უნდა გამოიძიონ განვითარებული მოვლენები. 

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის დამრიგებლები მონაწილეობნენ ამ პროცესში. მინისტრმა თქვა, რომ კვლევა დაიწყება და ეს კარგია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ პროცესები არის მართული და ორგანიზებული. ეს არის მოზარდებზე ძალადობა და არ არის იმაზე ნაკლები ძალადობა, ვიდრე, სავარაუდოდ, იმ ფილმშია ასახული," - აცხადებს არსამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები