„სახელმწიფო უპირისპირებს წესიერ პოლიციელს წესიერ მოქალაქეს,“ - ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას.
ხოშტარიას თქმით, სამართალდამცავები კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ, როდესაც მოქალაქეებს აზრის თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევენ.
„ეს უკვე აბსურდია, არავინ არ კითხავს კალაძეს, ქალაქის მერს ან სახელმწიფოს, სად გამოხატავს პროტესტს სახელმწიფოსგან გათელილი ადამიანი. მეორე, სრული აბსურდია, როდესაც მოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მოაქვთ კარავი, თავისი ნივთით მოდიან,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით კარვები მიიტანეს.
სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს და კარვების ნაწილი წაართვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს.