03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
ექსპერტები პრეზიდენტს რჩევებს აძლევენ

პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე ექსპერტებს ხვდება. ეკონომისტებისგან მიღებული რჩევების შემდეგ პრეზიდენტი საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებსაც ისმენს, რომლებსაც თავის ყოველწლიურ გამოსვლაში გაითვალისწინებს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უნდა დამკვიდრდეს ახალი სტანდარტი, რომელიც უფრო მეტად დააკავშირებს ხელისუფლებას საზოგადოებასთან.  

ანალიტიკოსებმა შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს და პრეზიდენტისთვის მისაცემი რეკომენდაციები გააჟღერეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორი მნიშვნელოვნად რამდენიმე თემას მიიჩნევს. მათ შორის არის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობა.

„უნდა გაქარწყლდეს ყველანაირი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ძალები, თუნდაც კოალიციის შიგნით, რომლებიც ამ კურსის მოწინააღმდეგეები არიან,” - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, რუსეთთან მიმართებით უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარებაა საჭირო. გარდა ამისა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კაპანაძე ისეთი ინიციატივების გაუქმებას ან შეჩერებას მიიჩნევს, როგორიც გამკაცრებული სავიზო პოლიტიკაა.

"საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე ენერგეტიკული უსაფრთხოების რეკომენდაციას იძლევა და საქართველოს უფრო მიმზიდველ ქვეყნად ქცევის ინიციატივით გამოდის.

პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლამდე ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს. 

დღის ამბები