03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
100 წლის ქალმა იუბილე პარაშუტით გადმოხტომით აღნიშნა

სამხრეთ აფრიკელმა 100 წლის ბებიამ იუბილის აღნიშვნა ორიგინალურად გადაწყვიტა. ჯორჯინა ჰეივუდი კეიპტაუნში პარაშუტით გადმოხტა.

ირკვევა, რომ ეს მის ცხოვრებაში პირველი ნახტომი არ იყო.

ანალოგიური ნახტომი მან 8 წლის წინ, 92 წლის ასაკშიც შეასრულა. ამჯერად ექსტრემალურ ნაბიჯს ქველმოქმედების სურვილიც დაემატა.

ჰეივუდი ადგილობრივი მოხალისე მაშველების დასახმარებლად თანხას აგროვებს. ამ მიზნით 100 წლის ქალი დღეს ზვიგენებთანაც ჩაყვინთავს. 

დღის ამბები