19 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
"როგორც კი დაინახეს მათ, რომ კარვები მოგვქონდა, მაშინვე შეეცადნენ, ეს კარვები წაერთმიათ" - ეკა გიგაური

„მე მოვიტანე ეს კარვები და შემდგომ უკვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გვეხმარებოდნენ, რომ მანქანიდან გამოგვეტანა,“ - ეს განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაურმა გააკეთა.

ეკა გიგაური პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ სამართალდამცავები კანონდარღვევით მოქმედებდნენ.

გიგაურის განცხადებით, სამართალდამცავებს არ განუმარტავთ, რატომ მიჰქონდათ კარვები.

„როგორც კი დაინახეს მათ, რომ კარვები მოგვქონდა, მაშინვე შეეცადნენ, რომ ეს კარვები ჩვენთვის წაერთმიათ,“ - ამბობს გიგაური.

ეკა გიგაურის თქმით, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს კომუნიკაცია მესამე სექტორის წარმომადგენლებთან არ ჰქონიათ.

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. 

დღის ამბები