19 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ეს ადამიანები არიან უსამართლოდ გაუბედურებულები - ბურჯანაძემ შვილმოკლულ მამებს მხარდაჭერა გამოუცხადა

„გუშინდელმა დღემ და რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მოვლენებმა რუსთაველზე მოთმინების ფიალა აავსეს. ეს ადამიანები არიან უსამართლოდ არა მარტო დაჩაგრულები, არამედ გაუბედურებულები, ყველანი ამ ადამიანების გვერდით უნდა ვიდგეთ,“- ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე პარლამენტის შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

ნინო ბურჯანაძე რუსთაველის გამზირზე მეუღლესთან ერთად მივიდა. მან შვილმოკლულ მამებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტი უნდა გამოირიცხოს, იმიტომ, რომ მოხდა დიდი უბედურება, დიდი უსამართლობა. ხელისულებამ ამ ადამიანებს ბრძოლა დაუწყო, იმის ნაცვლად, რომ დაესაჯა მათ უბედურებაში წვლილის შემტანი ადამიანები. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს ძვირად უჯდება და კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები