19 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
"ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს არის ფეოდალიზმი, ფეოდალი ასლან აბაშიძე კი დაამარცხა აჭარამ" - გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა აჭარაში

„არცერთი ჩვენთაგანი თქვენს მხარდაჭერას არ აღიქვამს, როგორც დამსახურებულს, ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც უზარმაზარ ავანსს“-ასე მიმართა გრიგოლ ვაშძემ აჭარაში შეკრებილ ამომრჩეველს.

მისი თქმით, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დაივიწყოს სიძულვილის ენა და გააერთიანოს საზოგადოება, რომ მათ თავში აღარ მოუვიდეთ ქვეყნის დატოვება. 

„აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც ვიხილეთ კიდევ ერთხელ გუშინ,როდესაც ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა კრიმინალებმა შექმნეს მოძალადე „ხელისუფლება“ იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არ არის, რომლებიც თავს ესხმიან შვილმოკლულ მამებს და ეუბნებიან რომ შენ კონსტიტუციური უფლება უნდა შეგიზღუდო და ამ დროს ოლიგარქის შვილის ქორწილში,  მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს ხალხი და მთელი ქალაქი გადაიყვანეს საგანგებო რეჟიმში,“-განაცხადა ვაშძემ.

მისი თქმით, "ეს ოლიგარქიაც აღარ არის ეს არის ფეოდალიზმი, ფეოდალი ასლან აბაშიძე კი დაამარცხა აჭარამ."

„არავითარი პრივილეგია არავის, თუ ეს პრივილეგია არ ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე და არ გვაინტერესებს ვის რამდენი აქვს შვეიცარულ ბანკში, კონსტიტუციისა და სამშობლოს წინაშე ყველა თანასწორია. სვეტიცხოველი და მცხეთა ეკუთვნის სუყველას, ევაკუაცია გაუკეთეთ, თუ გნებავთ თქვენს სახლს,“- მიმართა გრიგოლ ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილს.

მისი თქმით, ბიუჯეტში არის ფული, მაგრამ ეს ფული არ არის საქართველოს მოქალაქისთვის, ისე როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს, ბიუჯეტის ფული მიმართულია მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის. 

"აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას საგარანტიო ფონდი და ეს ნაბიჯი არამარტო მსოფლიო ბანკებიდან ამ ფონდში შემოიტანს საკმარის სახსრებს, რაც მთავარია გაანახევრებს იპოთეკის ხარჯებს. ეს ნორმალურია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, მეექვსე წელია, ნოლი პროცენტით იძლევა სესხებს და ჩვენს ხელისუფლებას ხელი არ გაუნძრევია, რომ ბანკებისთვის მოეტანა დამატებითი სახსრები, ჩვენ იპოთეკას გავანახევრებთ,"-ამბობს ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, აუცილებელია მოხდეს ნავთობპროდუქტებითა და მედიკამენტებით ვაჭრობის დემონოპოლიზება.

"თუ ფული გაქვთ ბიზნესს ვეუბნები თქვე კაი ადამიანებო, საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარეთ, თორემ მართლა ქართველი არ დარჩება ქვეყანაში,"-ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს ყველა საჯარო სამსახურებში, რაც რეალურად შეამცირებს სიპებსა და აიპებს, რომელთა ერთადერთი ფუნქცია, ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის აქტივის დასაქმებაა. 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ექვსი წლის მანძილზე ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყნის საკრედიტო ლიმიტი ამაღლებულიყო და ქვეყანაში ინვესტორები შემოსულიყო.

"სახელმწიფო ვალი უკვე 44%-ზე ავიდა. 44% ინვესტორისთვის უკვე განგაშის ზარის ჩამოკვრაა და თუ ღმერთმა დაიფაროს ლარის კურსმა ისევ გააგრძელა ვარდნა ჩვენი დოლარებში აღებული სახელმწიფო ვალი კიდევ უფრო გაზრდის პროცენტს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართერბაში, ამას ხო მოხერხება უნდოდა, ვალის გაორმაგებას, რომ გაორმაგდა ეს ვალი სად წავიდა? ჰგავს ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყანას, სადაც 72 მილიარდი დაიხარჯა?"-ამბობს ვაშაძე.

დღის ამბები