19 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
"პუტინმა მერკელთან მოილაპარაკა და მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ უკრაინას და საქართველოს მაპი არ მიეღოთ" - იგორ რომანენკო

საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის შეთანხმების გამო დაიბლოკა - განცხადება ამ თემაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ გააკეთა.

იგორ რომანენკომ ინტერვიუ ტელეკომპანია "ზიკს" მისცა და განაცხადა, რომ თბილისსა და კიევს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დიდი შანსი ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდათ, მაგრამ სამოქმედო გეგმის მიღება ვლადიმერ პუტინმა დაბლოკა.

"პუტინმა მერკელთან მოილაპარაკა და მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ უკრაინას და საქართველოს მაპი არ მიეღოთ," - განაცხადა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

დღის ამბები