19 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა - "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წელი

2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ქვეყანა მნიშვნელოვნად შეეცვალათ. 2018 წლის 28 ოქტომბერს მათ ერთად შეაფასეს, რა შეუკვეთეს - რა ჩამოვიდა.

ტარიფების დაპირებული განახევრების ნაცვლად, მოსახლეობას დენისა და გაზის გადასახადი გაეზარდა.

ნაცვლად იმისა, რომ მათი კუთვნილი ლარი ყოველი ლიტრი ბენზინიდან სხვისი ჯიბიდან ამოეღოთ, იმ ლარს კიდევ ლარზე მეტი დაემატა. 

ვალუტის გაუფასურებას მმართველი პარტია პირველ წლებში ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს აბრალებდა, შემდეგ სავაჭრო პარტნიორებს, მაგრამ როცა ლარი მაშინაც იკლებდა, როცა, ვთქვათ, ლირა იმატებდა, ხელისუფლება ამბობდა, რომ ლარზე ოპოზიციის სკეპტიკური განცხადებები უარყოფითად მოქმედებდა. 

2012 წელს ამომრჩეველმა შევუკვეთა ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ეროვნული ვალუტა, მაგრამ ჩამოგვივიდა 66 %-ით გაუფასურებული ლარი და კეთილდღეობის ნაცვლად 66 პროცენტით ღარიბი ქვეყანა.

ოკუპანტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მოქალაქეები, რომელბსაც ჩვენი კონტროლირებადი სოფლებიდან იტაცებენ. ვერ დაიცვა გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი, რომლის ცხედარი 1 თვე ოკუპანტების ტყვეობაში იყო.

2012 წელს საზოგადოებამ შეუკვეთა უსაფრთხო და სამართლიანი ქვეყანა, ხელისუფლებამ კი ციხიდან დამნაშავეები უანგარიშოდ გამოუშვა, რუსეთის ჯაშუშები პოლიტპატიმრების სტატუსით.

ქართულმა საზოგადოებამ ამ ექვს წელიწადში მიიღო, გაზრდილი კრიმინალი, გამოუძიებელი საქმეები და ქვეყნიდან გატაცებული უცხოელი ჟურნალისტი.

სკანდალური ჩანაწერები გლდანის ციხიდან ხელისუფლების გავლენიანი პირების შესახებ და სკანდალური ჩანაწერები მოზარდების მკვლელობის საქმეზე. 

გარდა ამისა, საზოგადოებამ მიიღო მძიმე სოციალური მდგომაროება.  6 წლის წინ დაწყებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მიუხედავად ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობა გაუარესდა, ასევე იუნესეფის მონაცემებით, რომელის დასკვნაში ვკითხულობთ: ზოგიერთი შინამეურნეობის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალია.
 
საზოგადოებამ 2012 წელს შეუკვეთა კეთილდღეობა, მაგრამ სახელმწიფო ვალი ბოლო 10 წელიწადში შემცირების ნაცვლად 189%-ით გაიზარდა. ხალხმა მოითხოვა ძალაუფლების ხალხის ხელში დაბრუნება, ხოლო მივიღეთ ხელისუფლების მხრიდან "სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა." 

დღის ამბები