03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
"ბოლო დროს პარლამენტის უმრავლესობიდან ისმის ძალიან ცუდი მესიჯები," - თორნიკე შარაშენიძე

გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლამდე პრეზიდენტი ექსპერტების რეკომენდაციებს ისმენს. უკვე დასრულდა ანალიტიკოსების შეხვედრა გიორგი მარგველაშვილის მრჩეველთან.

ექსპერტთა აზრით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გაჟღერებული განცხადებების საპასუხოდ დასასმელია მკაფიო აქცენტები. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს პარლამენტის უმრავლესობიდან ისმის ძალიან ცუდი მესიჯები, იმავე თოფაძის განცხადება, რომელიც აცხადებს, რომ ნატო არაფერში გვჭირდება. როდესაც მსგავსი გაუგებარი განცხადებები კეთდება, ბუნებრივია, საჭიროა ვიღაცამ დასვას მკაფიო აქცენტები. ამ მხრივ ჩვენ პრეზიდენტისგან ველოდებით მკაფიო და დამაიმედებელ მესიჯებს,” - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლაში ასახული იქნება ის მესიჯები, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ნატო, დასავლეთი და ევროკავშირი ქვეყნის პრიორიტეტია, მტკიცებას აღარ საჭიროებს.  

პრეზიდენტის მრჩეველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი რუსეთი ქმედებებზეც გააკეთა. რუსეთი დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც სცილდება ოკუპაციას,” - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები