ცხარე კამათი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე - საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესების განხილვას მოჰყვა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა მმართველ გუნდს შეახსენა, რა ზიანი მიაყენა საქართველოს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა და მის წიგნში დაწერილმა მემუარებმა.
"ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ისაუბრა, ჰააგაში, მართლმსაჯულების სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყო გამოყენებული.
„რუსეთის ფედერაციას გამოყენებული აქვს სალომე ზურაბიშვილის სიტყვები მტკიცებულების სახით საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს საზღვრების შესაცვლელად. ეს უკვე ფაქტია. ის მოსმენა, რომელიც უნდა გაიმართოს, მოსმენაზე უნდა მოვიდეს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც უნდა გვითხრას, რატომ არ დგამს საქართველო იმ ნაბიჯებს, რომელიც მას დაავალა ამ სასამართლომ, საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ 2009-10 წლებში და რატომ არის შეჩერებული ეს საკითხი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში, რომელიც ეხება ჩვენი დევნილების დაბრუნების, ეთნიკური წმენდის აღმოფხვრის საკითხს,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მისვლა პარლამენტში.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მტკიცებულებები წარდგენილი ყოფილიყო ჰააგის სასამართლოში.
ოპოზიცია კი მათ საწინააღმდეგო არგუმენტად აღნიშნა, რომ თუ მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართველი სამხედროები და პოლიტიკოსები განსასჯელის სკამზე არ აღმოჩნდნენ, უფრო გაუადვილდებათ მინისტრების ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემა.