ამ წუთებში ხმაურია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც ”ევროპული საქართველოსა” და უმრავლესობის წევრებს შორის კამათის მიზეზი 2 დღის წინ რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენები გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, დეპუტატები ვერ დასჯიან სხვადასხვა საქმეში მონაწილე პირებს, რადგნ ეს საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა.
„ხმას დაუწიე, ნუ ყვირი, ხელებს ნუ შლი და ნუ დემაგოგობ,“- მიმართა ეკა ბესელიამ ელენე ხოშტარიას.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, ელენ ხოშტარია კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დემაგოგიაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პარლამენტს არავინ სთხოვს კონკრეტული პირების დასჯას, მაგრამ ითხოვს დეპუტატებისგან მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნას.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა მმართველი პარტიის წევრებს „მეჩითოვის პარტიის“ წევრები უწოდა.