19 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ივანიშვილი თვლის თავს ვალდებულად გოგა ხაინდრავას მიმართ და შესაბამისად, თვლის, რომ შეუძლია, 3 მილიონი ლარი აპატიოს - თინა ბოკუჩავა

„ივანიშვილი თვლის თავს ვალდებულად გოგა ხაინდრავას მიმართ და შესაბამისად, თვლის, რომ შეუძლია, მათ შორის, 3 მილიონი ლარი აპატიოს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, გოგა ხაინდრავას ვალთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც მას სახელმწიფოს წინაშე გააჩნია. ბოკუჩავა ამბობს, რომ ხაინდრავა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, შესაბამისად, ის ბიუჯეტში დავალიანებას, დაახლოებით, სამ მილიონ ლარს არ დააბრუნებს.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც დადგა თავისი „ლე ხაინდრაოს“ სტუდიის და ა.შ გამოყნებით, მთელი სპექტაკლი, რითიც რეალურად, ხელისუფლებაში მოვიდა ივანიშვილი. ასე, რომ ივანიშვილი თვლის თავს ვალდებულად გოგა ხაინდრავას მიმართ და შესაბამისად, თვლის, რომ შეუძლია, მათ შორის, 3 მილიონი ლარი აპატიოს მას და არ დააბრუნებინოს ბიუჯეტში და ამავდროულად, მოქალაქეებს თვალებში ნაცარი შეაყაროს და უთხრას, რომ მე თქვენ პენსიას ვერ გაგიზრდით, ვერ დავეხმარები მოშიმშილე ბავშვებს იმიტომ, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. ბიუჯეტში ფული იქნებოდა, რომ არ არსებობდეს ხაინდრავასნაირი ბიუჯეტის ქურდები,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

საქმე ეხება ხაინდრავას კომპანიისთვის, „მიწადმოქმედთა ერთობისთვის“ 2014 წელს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწის გადაცემას. ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აშენებინა სათბური და დაესაქმებინა ხალხი, თუმცა, ეს ვალდებულებები მას არ შეუსრულებია.

ხაინდრავას ბიუჯეტის წინაშე უკვე სამ მილიონზე მეტი დავალიანება აქვს. ფულს არ იხდის და „კურიერის“ ინფორმაციით, ხელისუფლებისგან დავალიანების ჩამოწერას ითხოვს.

დღის ამბები