19 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
ასლან აბაშიძის ნარჩენებთან, კრიმინალებთან შეხვედრა შედეგებს ვერ დადებს - მურმან დუმბაძე სუს-ის ხელმძღვანელის აჭარაში ვიზიტს ეხმაურება 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მიერ ბათუმში გუშინ გამართულ საგანგებო შეხვედრას, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე ეხმაურება.

„ძალა ერთობაშია"-ს წევრის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოება არ არსებობს და სახელმწიფო ჩამოშლილია.

მურმან დუმბაძის აზრით, სუს-ის უფროსი საარჩევნო პროცესებში კი არ უნდა იყოს ჩართული, არამედ მან ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.

„მე მინდა გავაფრთხილო, მინდა ვთხოვო, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. ასლან აბაშიძის ნარჩენებთან შეხვედრა, კრიმინალებთან შეხვედრა შედეგებს ვერ დადებს. შედეგის დადების ერთადერთი უებარი წამალი ეს არის ღრმა პოლიტიკური კონკურენცია,“-განაცხადა მურმან დუმბაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური აჭარის მთავრობის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ხვდებოდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების მეორე ტური იყო, თუმცა რა ინფორმაცია გაცვალეს და რა დავალებები მიიღო ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნისგან ადგილობრივმა მთავრობამ, შეხვედრის მონაწილეებმა საიდუმლოდ დატოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები