19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ჩვენ ვეტერანები ვემიჯნებით დევი ჭანკვეტაძის განცხადებას - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი 

ომის ვეტერანები გენერალ დევი ჭანკოტაძის მიერ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. 

განცხადება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გააკეთა. ის შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მცდელობაზე საუბრობს. ვლადიმერ სურმავა ამბობს, რომ ის გენერალ დევი ჭანკოტაძის მოწოდებას ემიჯნება. 

„გენერალ დევი ჭანკვეტაძის განცხადება, რომელიც პირდაპირ იყო მოწოდება ძალისმიერ ჩარევაში პოლიტიკურ საკითხებში, ამას ჩვენ სამხედროები, ვეტერანები, გენერლები ვემიჯნებით.“-ამბობს ვლადიმერ იმნაძე

სამხედროებს მიმართა გენერალმა გიორგი სურმავამაც. მან სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდა, არავის მისცენ შეიარაღებულ ძალებში დაპირისპირების გაღვივების უფლება.

„ჩვენო თანამებრძოლებო, ნურავის მისცემთ თქვენი სამხედრო მუნდირის, დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საშუალებას. ქართველი ჯარი ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოს და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ჩვენ არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ამ განცხადებით არ გამოვხატავთ, ჩვენ გვინდა, რომ შეიარაღებული ძალები არ იყოს ჩართული პოლიტიკურ დაპირისპირებაში.“-განაცხადა გენერალმა.

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევი ჭანკოტაძემ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი თქმით, მას არ სურს ჰყავდეს ისეთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას და ჯარის საომარი მოქმედებების დაწყებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები