19 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
პოლიტიკური ზეწოლა - თბილისის საბავშვო ბაღებიდან 6 დირექტორი გაათავისუფლეს 

ზეწოლა საბავშვო ბაღების დირექტორებზე - ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის საბავშვო ბაღებიდან 6 დირექტორი გაათავისუფლეს.

თანამდებობიდან გადაყენებული დირექტორები ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ, რადგან წინასაარჩევნო პოლიტიკურ აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვეს.

ბაღების სააგენტოში კი დირექტორების გათავისუფლებას პოლიტიკას საერთოდ არ უკავშირებენ.

თბილისის 169-ე საბავშვო ბაღის დირექტორი, ფიქრია ჩახნაშვილი ამბობს, რომ მას მოსთხოვეს არჩევნებში აქტიურად ჩართვა, რაზეც უარი თქვა.

„ჩემთანაც იყო ორი უბანი განთავსებული და ზუსტადაც ამ ორი უბნის ხელმძღვანელებმა წარადგინეს ჩემი გვარი და სახელი და ბაღის ნუმერაცია. იმიტომ, რომ შედეგები დაიდო ძალიან ცუდი და რატომღაც აისახა დირექტორზე, დირექტორის ფაქტორზე.

საბავშვო ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლების ტენდენციაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციის „სკოლამდელები - ჩვენი მომავალი“ დამფუძნებელიც. ინგა გუგავას თქმით, მათი გათავისუფლება სწორედ პოლიტიკური ნიშნით ხდება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წინა საარჩევნოდ განახორციელა გასული დღეების განმავლობაში საბავშვო ბაგა-ბაღებიდან დირექტორების მოხსნა, გათავისუფლება, მხოლოდ და მხოლოდ  შეირჩნენ პოლიტიკური ნიშნით. დაუმორჩილებელი დირექტორები, ის დირექტორები, რომლებიც არ ღებულობდნენ იმ სავალალო სიების შედგენაში მონაწილეობას, რასაც მათ ავალებდათ ბაღების მართვის სააგენტო იქნებოდა ეს თუ თბილისის მერია, კახა კალაძის დავალებით ხდება, სავარაუდოდ და ძალიან საგანგაშო ტენდენციაა და ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ,“ - განაცხადა ინგა გუგავამ.

საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას უარყოფს დირექტორთა ნაწილი. თბილისის 109 ბაღის დირექტორი, თამარ სირბილაძე ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ აგიტაციაში ბაღის თანამშრომლები არ მონაწილეობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები