19 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
„არა სალომეს, არა „ოცნებას“, ეს კაცი აირჩიეს იმიტომ, რომ ნელ-ნელა დაავიწყონ აფხაზეთი, სამაჩაბლო" - „თეთრი არწივის“ მებრძოლი 

„არა სალომეს, არა „ოცნებას“, იმიტომ, რომ რატომ აირჩიეს ეს კაცი, ეს ადამიანი. აირჩიეს იმიტომ, რომ ნელ-ნელა დაავიწყონ აფხაზეთი, სამაჩაბლო, დაავიწყონ და დააბრალონ ყოფილ მთავრობას, იმათ ნამუსზე იყოს და თვითონ სუფთა გამოვლენ,“- ასე ეხმაურება ვენაში მცხოვრები „თეთრი არწივის“ მებრძოლი, გიორგი კედელაშვილი სალომე ზურაბიშვილის ბრალდებას, რომ თითქოს, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

არა სალომე ზურაბიშვილს! -- ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ ერთიანდებიან.

კამპანიას ასეულობით სამხედრო უერთდება. ისინი საკუთარ პოზიციას საჯარო განცხადებებით განმარტავენ.

„თურმე ჩვენ წამოვიწყეთ, ეს სასაცილოა. ჩემი გული ტირის, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში როგორ უნდა ცხოვრობდეს. თამარაშენში ვარ დაჭრილი, რაც მე ვნახე იქ, იმის დავიწყება არ შეიძლება. რომ გამოდის და შეურაცხყოფას აყენებს, ჩემი შეურაცხყოფა არაა უფრო, დაღუპულების შეურაცხყოფაა. იმათმა შეურაცხყოფამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, იმიტომ, რომ ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მეთქვა, სალომეს არა, არც მარტო სალომეს, ვინც მხარს უჭერს. იმ ბიჭებს, ვინც მანდ არიან, ჩემს თანამებრძოლებს, თვითონ გია ყარყარაშვილს მინდა, მივმართო, რომ არ დავივიწყოთ ის ბიჭები და რის გულზე  ვომობდით. მე არ მინახავს იქიდან არცერთი აფხაზი, იქ მარტო რუსები ვნახე, ერთ თუ იყო დაღუპული, 30 რუსი იყო. ეს ხომ უნდა იცოდეს, ალბათ, არ იცის, ან შეგნებულად გვატყუებს,“- განაცხადა „თეთრი არწივის“ მებრძოლმა, გიორგი კედელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები