„ჩემთვის არ არის განგრენა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რუსეთი ოკუპანტია და ამიტომ, არა სალომეს,“- ამის შესახებ ყოფილმა სამხედრომ, ლევან გრიგოლიამ „კურიერთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
ის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას შეუერთდა. სამხედროები სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ ის, ვინც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.
კამპანიას ასეულობით სამხედრო უერთდება. ისინი საკუთარ პოზიციას საჯარო განცხადებებით განმარტავენ.
„გამახსენდა ჩემი თაობის მებრძოლები, მათი გაჭირვება და დღევანდელი სამხედროები, ჩვენი შვილები, ოფიცრები უკვე და მათი მომავალი. წარმოვიდგინე, რომ საშინელი მომავალი ექნებათ ახალგაზრდა ოფიცრებს, სამხედროებს, მართლა პატრიოტებს,“- განაცხადა ლევან გრიგოლიამ.