გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე კასპის და ქარელის მოსახლეობას შეხვდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობა მშვიდობიანად მივა საარჩევნო ყუთებთან და უარს ეტყვის არსებულ ხელისუფლების კორუფციულ, ძალადობრივ და მოსახლეობის დაშინების პოლიტიკას.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა არის გაერთიანებული ოპოზიციის ვალდებულება, სწრაფად დაიწყოს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება.
„ოთხივე მუნიციპალიტეტი მოვიგეთ შიდა ქართლში და მადლობის სათქმელად ჩამოვედით ჩვენ კასპელებთან და დიდი ბედნიერებაა, როდესაც ამისთანა ხალხის მხარდაჭერა გვაქვს და ეს მხარდაჭერა ავანსი არის, ამას არ უნდა შევხედოთ, როგორც დამსახურებას და 24-საათიანი შრომით უნდა გავამართლოთ იმიტომ, რომ საქართველო მართლა გადასარჩენია დღეს. არ არის ადამიანი, რომელსაც პრობლემები არ ჰქონდეს ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. და ქვეყანა კიდევ ერთდროულად სამ კრიზისშია - პოლიტიკურში, სოციალურსა და ეკონომიკურში და ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამქვეყნად არ არის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.