19 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს. საკანონმდებლო ორგანო მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს იხილავს.

ცნობილია, რომ დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მხარს არ უჭერს, რადგან ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის გამოწვევებს ვერ პასუხობს. 

კვორუმის არარსებობის გამო, 12:00 საათისთვის დანიშნული პარლამენტის პლენარული სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

დღის ამბები