03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
განათლების სამინისტრო სკანდალურ ვიდეოჩვენებებზე - "აშკარაა ბავშვთა უფლებების დარღვევა"

წამებისა და ძალადობის კადრების სკოლის მოსწავლეებისთვის ჩვენების ფაქტზე კვლევა დაიწყო. სამეგრელოს ქალაქებში მომხდარ ფაქტს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ დღეს განცხადება სამინისტროში გაკეთდა.

„სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო ფოთის, ხობისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრებისა და სკოლების ინსპექტირება, რადგან აშკარაა ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია სკოლების პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოკლე დროში დავადგინოთ, თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები აღნიშნული ფილმის ჩვენებაზე. თუ დადასტურდა, რომ ჩვენი უწყების რომელიმე თანამშრომელი რაიმე სახით ჩართული იყო პროცესში, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს,” - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატა ასათიანი.

დღის ამბები