19 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"ბიძინა საქართველოს დასაგნრევად მოვიდა, უნდა მოვიცილოთ, რაც შეიძლება მალე" - თბილისის მცხოვრებლები

თბილისის მოსახლეობამ ქართული ოცნების 6-წლიანი ეკონომიკური პოლიტიკა არჩევანის ჟურნალისტთან შეაფასეს.

დედაქალაქის იმ ნაწილის მცხოვრებლებმა, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროს ეკუთვნის, აცხადებენ, რომ მათზე  ლარის გაუფასურება განსაკუთრებით უარყოფითად აისახა. თბილისის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ისინი კიდევ უფრო გააღარიბა.

ადგილობრივები ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, აკრიტიკებენ და მას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

 „ბიძინა აქედან უნდა მოისპოს, საქართველოდან უნდა წავიდეს, მთელი საქართველო მოსპო. ყველაფერი გაყიდა, ხალხისთვის არაფერი გააკეთა. მიწიდან რომ თხრის ხეებს, თავისი სიამოვნებისთვის აკეთებს, ხალხისთვის რა გააკეთა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

დედაქალაქის მცხოვრებლები ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, "პუტინის აგენტებს" უწოდებენ.

„რა გააკეთა მიშამო, ასფალტი, ასფალტი ვჭამოთო? ახლა რომ არც ასფალტია, გვეშინია გარეთ გასვლის. მოვიდა თუ არა, ქურდები გამოუშვა გარეთ,“ - აცხადებენ მოქალაქეები.

თბილისის მოსახლეობის აზრით, ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. 

"ბიძინა საქართველოს დასაგნრევად მოვიდა. უნდა მოვიცილოთ, რაც შეიძლება მალე, ეგ არის და ეგ," - აცხადებენ თბილისის მცხოვრებლები. 

დღის ამბები