19 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
„ხმები უნდათ? ნურას უკაცრავად, მთავრობას ხალხი ეზიზღება, ვეჯავრებით ჩვენ" - კახელები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ

„ხმები უნდათ? ნურას უკაცრავად,“ - ასე შეაფასეს კახელებმა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 6 წელი.

არჩევანის ჟურნალისტის მიერ გამოკითხული მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ მმართველი გუნდის იმედი აღარ აქვთ, რადგან 6 წლის განმავლობაში დაპირებები არ შეასრულეს.

კახეთში მცხოვრებლებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ქართული ოცნება პრობლემებს მოაგვარებს. მათი თქმით, უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. 

„ორი წელიწადია, ხორცი არ მიყიდია, არ მიჭამია... ისე კარგად ვცხოვრობთ, რომ ტილებს მანტიროვკით დავდევთ, ფული არ არის, რა გვეშველება, დავიხოცებით და ეგ იქნება... გაჭირვებულმა ხალხმა რა ჭამოს? მიშამ რა დააშავა, ეს ჭამოს?“- აცხადებენ კახელები.

კახეთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მმართველი გუნდის აგიტატორები მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს ურიგებდნენ.

„ჩვენ სალომეს ხელი არ მოვუწურეთ, დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ სალომეს მოუწერეთ ხელი. სალომე რუსეთს კაცია და ჩვენ კიდევ რუსეთი არ გვინდა. თუ ვეტყოდით, რომ სალომესო, მაშინ ფულს მოგვცემდნენ, ზოგიერთებს 100-100 ლარი დაურიგეს. ჩვენ არა, ხელი არ მოვუწერეთ,“ - განუცხადა მოხუცმა ცოლ-ქმარმა არჩევანის ჟურნალისტს.

ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, უფასო სასადილოს დირექტორმა სთხოვა და წაიყვანა, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილისთვის ხმა მიეცა, აღნიშნული ინფორმაცია ადრესატმა უარყო.

ქართული ოცნების ორი მხარდამჭერი რუსთავი2-ის მისამართით აგრესიით გამოირჩეოდა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სამაუწყებლო კომპანია უნდა დაარბიოს. მათი განცხადებით, 2012 წლის შემდეგ მათი ცხოვრება სიმშვიდით გაუმჯობესდა.

კახელები ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, "მატყუარას" უწოდებენ.

„ბატონ-ყმობა არ იყო ნიკოლოზის დროს, რაც ახლა უსამართლობაა. პირველყოფილი ხალხი როგორც ცხოვრობდა, ისე ვცხოვრობთ ჩვენ... მთავრობას ხალხი ეზიზღება, ვეჯავრებით ჩვენ. ჩვენ არაფრად არ გაგვაგდებს, ეს მთავრობა აღარ უნდა იყოს,“ - აცხადებენ მოქალაქეები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები