03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
"ეს კატეგორიულად მიუღებელია" - კახა კალაძე სკანდალურ ვიდეოჩვენებაზე

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ფოთში, ხობსა და ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებისათვის სკანდალური ვიდეოჩანაწერების ჩვენების ფაქტს პროვოკაციას უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, "თავისუფალი ზონის" მიერ არის დაგეგმილი.

"ფილმი, რომელიც დოკუმენტების საფუძველზეა შექმნილი, კატეგორიულად მიუღებელია, ნახონ სკოლის მოსწავლეებმა და აქაც მე ვფიქრობ, რომ ეს იყო "თავისუფალი ზონის" პროვოკაცია. გავრცელდა კონკრეტული პირების ფოტომასალები, ვინც ინტერვიუს აძლევდა, რომ თითქოს ძალდატანებით წამოიყვანეს სკოლებიდან, ეს ახალგაზრდები არიან სწორედ "თავისუფალი ზონის" წევრები," - აცხადებს კახა კალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები