03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
„სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა” - სკანდალური ფილმის სკანდალური ჩვენება სამეგრელოში

სამეგრელოში სკანდალური ფილმის ჩვენების იდეის ავტორი განათლების სამინისტროსა და ომბუდსმენს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ტელეკომპანიების პასუხისმგებლობის საკითხით, ვინაიდან, მისი თქმით, ფილმში მოხვედრილია ის ვიდეომასალა, რომელიც თავის დროზე ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე გია სალუქვაძე ატეხილ აჟიოტაჟს კობა ხაბაზს უკავშირებს.

„მოვუწოდებ განათლების სამინისტროსა და ომბუდსმენს, რომ ეს კადრები, რომელიც ტელევიზიითაც იქნა ნაჩვენები, აი, იქიდან დაიწყოს კვლევა. ძალადობა ის არის, რაც ხდებოდა, ამის ამსახველი დოკუმენტური მასალა წარვუდგინე საზოგადოებას, რაც ასევე ტირაჟირებული იყო სხვადასხვა პერიოდში ტელევიზიით. დარბაზი გვაჩვენეთ, სად არიან ეს ბავშვები, დარბაზის გარეთ გადაღებულ ბავშვებს არ ვენდობი,” - აცხადებს გია სალუქვაძე.

კობა ხაბაზი გია სალუქვაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ის განათლების სამინისტროს მიერ დაწყებული კვლევის შედეგებს ელოდება სხვა არასამათავრობო ორგანიზაციებთან ერთად. სამოქალაქო სექტორმა შეიმუშავა პეტიციის ტექსტი და დაიწყო ხელმოწერების შეგროვებაც.

„სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკის” ჩვენება 5 ქალაქში გაიმართა და ორგანიზატორების განცხადებით, ისინი სხვა ქალაქებშიც გეგმავენ ფილმის ჩვენებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები