03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
”ჩვენ გვემუქრებიან, ახალგაზრდებს, შიშველი ხელებით მებრძოლ ადამიანებს,” - ”თავისუფალი თაობა”

მურმან დუმბაძის განცხადებას იარაღის შეძენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „თავისუფალი თაობის” წევრები გამოეხმაურნენ.

„ჩვენ გვემუქრებიან, ახალგაზრდებს, შიშველი ხელებით მებრძოლ ადამიანებს,” - ეს განცხადება ბათუმში „თავისუფალი თაობის” წევრმა დავით ლორიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მანვე განმარტა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ამხელენ ყველას, ვინც დანაშაულში და სამარცხვინო საქციელში არიან შემჩნეული.

"თავისუფალი თაობის" წევრების თქმით, თავდაცვის მიზნით არც ჯავშანჟილეტების შეძენას და არც დაანონსებული აქციის გადადებას არ აპირებენ.

ბათუმში „თავისუფალი თაობის” წევრი ვახო მითაიშვილი მურმან დუმბაძეს ორივე ხელზე პოლიტიკური კიბოს გაჩენას უპირებს.

მისი განცხადებით, დღეს დილით მას მურმან დუმბაძე ტელეფონით დაუკავშირდა და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა.

„თავისუფალი თაობის” მორიგი აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში 19 მარტს იგეგმება. ისინი კოალიციიდან წასული დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძემ იარაღის ყიდვა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის” წევრებმა მურმან დუმბაძის სახლთან მისვლა დააანონსეს და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები