ევროპელი დეპუტატის განცხადებას, რომ რუსეთის ყოფილი მოქალაქე და ყოფილი ელჩი არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტობისთვის შესაფერი, გაერთიანებული ოპოზიცია ეხმაურება.
გიორგი ვაშაძის თქმით, ბუშტინარო პრორუსული ინტერესებით გამორჩეული პირია, ის ჩაუშესკუს კომუნისტური პარტიის წევრი იყო და ამ განცხადებით პირდაპირ ჩაერია საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში.
„ეს ადამიანია რის ჩაუშესკუს კომუნისტური პარტიის წევრი რომელიც გამოირჩევიან თავ ის პრორუსული ინტერესებით. სამარცხვინოა, როცა "ქართული ოცნება" ასეთი ადამიანის განცხადებებს იყენებს.
მე "ქართული ოცნების" ადგილზე შემრცხვებოდა, როცა ასეთი დეპუტატების და ასეთ ევროპარალამენტარების მიერ ხდება მათი სასარგებლო განცხადებების გაკეთება. აქ სერიოზული ეჭვია, რომ სწორედ რუსული სპეცსამსახურები, რუსული ფული ამუშავდა იმისთვის, რომ ქართული ოცნებისთვის სასურველი განცხადებები მიიღონ ევროპარლამენტიდან,“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში პრორუსულად განწყობილი დეპუტატები დავალებებს პირდაპირ რუსეთის საელჩოდან იღებენ. სალომე სამადაშვილი ეჭვობს, რომ ბუშტინარომ სწორედ რუსეთის საგარეო უწყებიდან მიიღო მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთების დავალება.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი კი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა აძლევდეს ხელს ყოფილი კომუნისტის მხარდაჭერა.
„თუ ყოფილ კომუნისტს არ მოსწონს რომელიმე კანდიდატი, ეს ნიშნავს,რომ სწორედ ამ კანდიდატს უნდა დაუჭირეთო მხარი, იმიტომ რომ მოსწონებოდა მას ოპოზიციონერი კანდიდატი ეს სერიოზული პრობლემა იქნებოდა. მე ყოფილი კომუნისტის განცხადებაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ნიშნავს რომ ის კანდიდატი ვისაც იგი მხარს უჭერს პრობლემაა და რა თქმა უნდა რუმინელი კომუნისტები თუნდაც ყოფილები ვერ გადაწყვეტენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს,“-აცხადებს კანდელაკი.