03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
”ის, რასაც აკეთებს დღეს ხელისუფლება, არის გაუგონარი უკანონობა,” - გიორგი ვაშაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს „თავისუფალი ზონის” აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პოლიცია ორგანიზაციის ოთხი წევრის დაკავებას აპირებს, რომლებმაც სამშენებლო ბანერებზე პოლიტიკური შინაარსის წარწერები გააკეთეს.

მისი თქმით, აქტივისტებმა ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით და მშენებარე მესერზე წარწერები გააკეთეს, რაც კანონით არ იკრძალება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ისინი და უკანონო პატიმრობაში ჰყავდა. ის, რასაც აკეთებს დღეს ხელისუფლება, არის მართლაც გაუგონარი უკანონობა,” - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „თავისუფალი ზონის” წევრები მზად არიან ითანამშრომლონ პოლიციასთან და შესაბამის ორგანოებთან. ვაშაძის განცხადებით, პოლიცია არღვევს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან მათ მსგავსი წარწერების გაკეთების უფლებას კანონი არ უკრძალავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები