03 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
როგორ მოხვდნენ ბავშვები სკანდალურ ვიდეოჩვენებაზე სამეგრელოში - საქმეს შეისწავლიან

ნაციონალური მოძრაობის მხილებას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძე 16-წუთიანი დოკუმენტური ფილმის საჯარო ჩვენებებით ცდილობს. 5 ქალაქში გამართულ პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, თუმცა სალუქვაძე ამტკიცებს, რომ ბავშვები მხოლოდ "რუსთავი 2-ის" კამერით გადაღებულ კადრებში არიან. თავად ორგანიზატორის მტკიცებით, მას აქვს დარბაზში გადაღებული ისეთი მასალაც, რომელშიც აუდიტორიის 90% სრულწლოვანია.

ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელი ასევე დარწმუნებულია, რომ ბავშვების გამოჩენა კინოდარბაზში „თავისუფალი ზონის” მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ამ მოსაზრებას იზიარებენ პრემიერი და ვიცე-პრემიერიც.

კვლევის დაწყებას პროკურატურას საპარლამენტო ოპოზიციაც სთხოვს.

ფილმის „სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ქრონიკა” ორგანიზატორები სხვადსხვა ქალაქში ჩვენების გაგრძელებას გეგმავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები