03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
კულინარიული ზეიმი - ფრანგული სამზარეულოს მოყვარულები 19 მარტისთვის ემზადებიან

თბილისის სამ რესტორანში ფრანგული სამზარეულოს გაცნობის მსურველებს უმასპინძლებენ. საერთაშორისო ვახშამი, რომელიც ფრანგული გასტრონომიული კულტურის გაზიარებას ემსახურება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა.

სასტუმრო ”რუმსის” რესტორანი ერთ-ერთია, რომელიც საფრანგეთის საელჩომ 19 მარტის კულინარიული ზეიმისთვის შეარჩია. მზად აქვთ მენიუ, რომელსაც ფრანგული სამზარეულოს გაცნობის მსურველებს წარუდგენენ.

ისტორიული ხაზით და მუდმივი სიახლეებით ფრანგულ სამზარეულოს 10 ათასი ადამიანი დააგემოვნებს.

ეს ღონისძიება მიზნად ისახავს 5 კონტინენტზე ათას 300-ზე მეტი შეფ-მზარეულის შეკრებას, რომლებიც ფრანგული სამზარეულოს ხელოვნების ღირებულებებს ითვისებენ.

2010 წლიდან ფრანგული სუფრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

დღის ამბები