19 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"ალბათ, დღეიდან მაინც დაიწყებს და გამოჩნდება" - რევაზ არველაძე სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს

„მე ასეთ რაღაცას ვერ ვიფიქრებდი, რომ გამეკეთებინა ასეთი რაღაც. ვისაც მოუვიდა თავში, ალბათ, იმან იცის, უშველის თუ არ უშველის,  წესით საშველად არ უნდა გვქონდეს საქმე,“- ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ არველაძემ ბილბორდებიდან სალომე ზურაბიშვილის ფოტოს გაქრობასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების პლაკატების გამოჩენაზე გააკეთა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოებას თავად უნდა შეხვდეს და დაპირებების შესახებ ესაუბროს.

„მე არც პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ და არც იმ განხილვებში მონაწილეობას არ ვიღებ, რატომ მოხდა ეს ამბავი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ, ალბათ, დღეიდან მაინც დაიწყებს და გამოჩნდება იმიტომ, რომ კანდიდატურა თვითონ უნდა ხვდებოდეს ხალხს და წარმოუდგენდეს იმ ამბავს, რას აპირებს და როგორ აპირებს,“- განაცხადა რევაზ არველაძემ.

არველაძემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სათანადოდ ვერ იმუშავა.

„მე მიმაჩნია, რომ უბრალოდ გუნდმა ვერ იმუშავა კარგად და იმიტომ დადგა პირველი ტურის შემდეგ ასეთი შედეგები. ვერც მაჟორიტარებმა, ვერც გამგებლებმა და ვერც ადგილზე ვერ იმუშავეს, პარტიამ ვერ იმუშავა.

„რუსთავი 2"-ის მიერ დასმულ შეკითხვას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ არ უპასუხა და ჟურნალისტს კარი მიუხურა.

„ჩემო კარგო გოგო, მოგვიანებით, ახლა მივდივარ და მეჩქარება,“- აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

 

დღის ამბები