19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
"ვერ გაიმეტეს, რომ უფასო სასადილოებს ერთი თეთრი მაინც მოუმატონ," - საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს   

საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს და მმართველ გუნდს სიცრუეში ადანაშაულებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ თბილისის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, როგორც ამას უმრავლესობა ამტკიცებს, არამედ 45 მილიონით შემცირდა.

ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით შემცირებულია, მათ შორის არის ტრანსპორტი, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია და გზები. საკრებულოს ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ხელფასები ადგილობრივ თვითმმართველობის მაღალჩინოსნებს ეზრდებათ.  

„გვიან ღამით, შემოვიდა თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოქმედ 2018 წლის 916 მილიონიან ბიუჯეტთან შედარებით შემცირებულია 45 მილიონი ლარით. თბილისის მერია აპირებს უფრო ნაკლები დახარჯოს ვიდრე წელს გზების განვითარებაზე, ტრანსპორტის განვითარებაზე, ავტობუსების განვითარებაზე, მეტროებისა და ავარიული კორპუსების რეაბილიტაციაზე. ვერ გაიმეტეს თუნდაც მცირედი იმისთვის, რომ ლარი და 18 თეთრიან უფასო სასადილოებს ერთი თეთრი მაინც მოუმატონ. ამ დროს, მათ გადაწყვიტეს, რომ მოუმატონ ხელფასები საკუთარ თანამშრომლებს,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ამ განცხადებას თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. ირაკლი ზარქუა ირაკლი ნადირაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. ზარქუა ამბობს, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ტრანსფერების მეშვეობით, წლის განმავლობაში გაიზრდება.

„ის 45, რომელიც წეღან თქვა, არ ვიცი ეს არაკომპეტენტურობის ბრალია თუ პირიქით მცდელობაა, რომ შეცდომაში შეგიყვანონ თქვენც და საზოგადოება, ერთი და იგივეს იმეორებენ. ქალაქის ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცდა, იყო 861 მილიონი. ახლა ვართ წლის დასაწყისში, სადაც დამტკიცდა 10 მილიონით მეტი, ხოლო წლის განმავლობაში შეიძლება 900 მილიონს კი არა მილიარდსაც ასცდეს,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

დღის ამბები