19 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
წინასაარჩევნოდ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები სწრაფად უნდა იქნას შესწავლილი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"

წინასაარჩევნოდ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები სწრაფად უნდა იქნას შესწავლილი - ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტების მომრავლებაზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მთავარ პროკურატურას დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ასევე ასაჯაროებს გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

„რუსთავში დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილებში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობენ იუსტიციის სახლში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე სოციალური დახმარების მოთხოვნით განცხადების დაწერას. ჩვენი წყაროს თქმით, კოორდინატორები  მათ არწმუნებენ, რომ ისინი დახმარებას „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიიღებენ, სანაცვლოდ კი ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ აბასთუმანში ზუგდიდის მერის წარმომადგენელი ზაზა ქადარია რამდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემის სანაცვლოდ დაპირდა სოციალური დახმარების შესაძლო დანიშვნას.

„ზუგდიდში მაცხოვრისკარის უბანში ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის პირობით მოსახლეობის ნაწილს 50-50 ლარი დაურიგეს.

„მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდნენ ამ შემთხვევებით და მიიღონ შესაბამისი ზომები,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები