03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
ეროვნულ გამოცდებზე დღეს რეგისტრაცია სრულდება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს საღამოს 18 საათზე დასრულდება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, განაცხადი უკვე წარადგინა 35 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა. რეგისტრაციის დასრულებამდე მომავალმა სტუდენტებმა აუცილებლად უნდა აირჩიონ ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითონ ქალაქი და ენა, რომელზეც სურთ გამოცდის ჩაბარება. საგანმანათლებლო პროგრამების მითითება და შეცვლა კი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ეროვნულ გამოცდებთან ერთად, დღესვე დასრულდება საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურისთვის რეგისტრაციაც.

 

 

დღის ამბები