19 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
თბილისში აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

თბილისში აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ შეერთებულ შტატებს წლების განმავლობაში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებაში ამერიკის სავაჭრო პალატის როლზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წელი ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით გარდამტეხი იქნება.

"გილოცავთ, თქვენ უკვე 20 წლის ხართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს ჩვენს მეგობრობაში და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ახალ ეტაპს ჩვენ დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ამერიკასა და საქართველოს შორის," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 
   

 

დღის ამბები