03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
არასამთავრობოებსა და საელჩოებს დღეს ზუგდიდში მომხდარი არეულობის მონაწილეთა სია გადაეგზავნებათ

ზუგდიდში მომხდარი არეულობის მონაწილეთა სიას ანი ნადარეიშვილი არასამთავრობო სექტორსა და საელჩოებს დღეს გადაუგზავნის.

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” ხელმძღვანელმა რეგიონის თვითმმართველი ორგანოს საჯარო მოხელეების 46-კაციანი სია გუშინ გაახმაურა, თუმცა ამ ჩამონათვალს რამდენიმე ადამიანი კიდევ დაემატა.

ანი ნადარეიშვილის მტკიცებით, კვირას ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას სიმამარი და ზუგდიდის რაიონის კომისარი გია მანჯგალაძეც. გავრცელებულ ინფორმაციას ძალოვან უწყებაში არ ადასტურებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები