19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
წალენჯიხაში, ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის პედაგოგებთან შეხვედრაზე ”რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფის ყოფნა გააპროტესტეს   

წალენჯიხაში ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრა პრაქტიკულად ჩაიშალა. მიზეზი შეხვედრაზე, რომელიც კინოთეატრის შენობაში მიმდინარეობდა, ”რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენა გახდა.

„კურიერის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ყოფნა დარბაზში წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგა გულორდავამ გააპროტესტა, რის შემდეგაც შეკრებილებს "კურიერის" გადამღები ჯგუფის შენობიდან გაყვანაში დახმარება თხოვა.

გულორდავას მამა ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავეს.

„პედაგოგებს ვაცნობთ სიახლეებს, კომენტარს გავაკეთებთ გარეთ. არ არის ღია, თქვენთვის არის დახურული,“ - მიმართა გოგა გულორდავამ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს. 

დღის ამბები