27 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი ახალქალაქში - შეხვედრაზე მასწავლებლები მიკროავტობუსებით ჩაიყვანეს 

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი ჩატარდა ახალქალაქში. კონცერტის დაწყებამდე "ქართული ოცნების" ლიდერებმა შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ახალქალაქში არ იმყოფებოდა. შეხვედრაზე სხვადსხვა რეგიონებიდან მასწავლებლები მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. მათი ნაწილი ადასტურებს, რომ აქციაზე ისინი დირექტორის თხოვნით მივიდნენ.

„მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო მაღალი შედეგით გაიმარჯვებს სამცხე-ჯავახეთში. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ არის ადგილობრივ საზოგადოებასა და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს შორის ძალიან ძლიერი კავშირი,“ - აღნიშნა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები