03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
„ეს იყო მიმართული ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად,” - ეკა გიგაური სამეგრელოში ბავშვებისთვის ფილმის ჩვენებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვთა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ ძალადობის ფაქტების შემცველი ფილმის მოზარდებისთვის ჩვენებას.

5 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ ჩვენებაში უშუალოდ განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობაზე, რის გამოც მომხდარზე განსაკუთრებულ რეაგირებას განათლების უწყებისგან ელოდებიან. ისინი ფილმის ჩვენებას ერთი კონკრეტული პარტის ინტერესებს უკავშირებენ, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

არასამთავროვბო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ კონკრეტული ჯგუფების უფლებები ირღვევა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ განიმტკიცოს მდგომარეობა.

„ეს იყო მიმართული ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, ამაში იყვნენ ჩართული ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგნელები, რაც ცალსახად ქართული რეგულაციების დარღვევას წარმოადგენს,” - განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები