03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
„მსგავსი განცხადებები არ არის დამახასიათებელი არცერთი დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკოსისთვის,” - საია გოგი თოფაძეზე

"ახალგაზრდა იურისტები" მრეწველების ლიდერისგან შენიშვნას არ იღებენ და აცხადებენ, რომ საიას მთავარი ფუნქცია ადამიანის უფლებების დაცვაა.

”საია ვერანაირად ვერ მიიღებს კრიტიკას, რომ ჩვენი საქმიანობა რაიმე სახით ან დოზით არის არასახელმწიფოებრივი ან ძირს უთხრის სახელმწიფო ინტერესებს. ასეთი ტიპის განცხადებები არ არის დამახასიათებელი არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკოსისთვის და ცალსახად მიმართულია იქით, რომ დაემუქროს განსხვავებულად განწყობილ ადამიანებს და ორგანიზაციებს,” - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანი ნაცვლიშვილმა.

სიდას აღმასრულებელი დირექტორი კი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა სამოქალაქო სექტორი, არამედ ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსი.

„არ მგონია, რომ ბატონი გოგი საუბრობდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისეთ ნეგატიურ ჭრილში, რომლებიც დღეს ძალიან ღიად ეწევიან რუსეთის პროპაგანდას. საქართველოს მომავლის საფრთხეს წარმოადგენენ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და ამ ბოლო დროს სრულიად დაუფარავად და ძალიან სკეპტიკურად ლაპარაკობენ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით,” - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.  

თანაპარტიელის ინიციატივის განმარტებას შეეცადა ზურაბ ტყემალაძე. მისი განცხადებით, თოფაძემ ფაქტი აღნიშნა, რომ არასამთავრობოები ბევრ ქვეყანაშია შეზღუდული და ამას ვერავინ უარყოფს.  

შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძის ინტერვიუ "საერთო გაზეთში" დაიბეჭდა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ "მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა არასამთავრობო სექტორი და ალბათ საქართველოც ასე უნდა მოიქცეს."  

დღის ამბები