03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
შეიკვეცება თუ არა ბიუჯეტი - მთავრობაში ამ თემას ჯერ არ განიხილავენ

პარლამენტის საფინფასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირევლი მოადგილის ნოდარ ებანოიძის თქმით, ბიუჯეტის სეკვესტრამდე და მასში ცვლილებების განხორციელებამდე აუცილებელია პირველი კვარტლის, ანუ მარტის ბოლომდე დაკვირვება.

მისი ინფორმაციით, სამინისტროები ხარჯების შემცირებაზე მუშაობენ. ასევე შესაძლებელია ამ ეტაპზე შემცირებული თანხების ათვისება მიმიდინარე წლის პერიოდშიც მოხდეს.

„რაც ახლა კეთდება მთავრობის მიერ, არის ის, რომ შესაბამისი სამთავრობო უწყებები იმ ადმინისტრაციული ხარჯების ნუსხას ადგენენ, რომელთა არა ჩამოჭრა, ან კორექტირება უნდა მოხდეს, არამედ კაპიტალური ხარჯების მიმართულებით გადანაცვლება,” - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემელაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი არის მთავრობის პრეროგატივა და მას აქვს იმის უფლება, რომ ცვლილებები შეიტანოს სახაზინო ბიუჯეტში.

„ბუნებრივია, როცა ჩათვლიან საჭიროდ, მაშინ წარადგენენ მას პარლამენტში. ჩვენ ამის ინიცირების უფლება არ გვაქვს,” - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები